სასაზღვრო ავიაციას 27 წელი შეუსრულდა

18:27, 22.04.2026

22 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციას 27 წელი შეუსრულდა. ღონისძიების დაწყებამდე, სტუმრებმა 2022 წელს გუდაურში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული გმირი მფრინავების ხსოვნას, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.  სასაზღვრო პოლიციის უფროსმა დავით თამაზაშვილმა, თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისა და პროფესიონალიზმისთვის, რაც ხშირად მათ სიცოცხლის რისკის ფასად უჯდებათ, მადლობა გადაუხადა. მან ასევე, სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის თანამშრომლები, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის დააჯილდოვა.  ღონისძიების დასრულების შემდეგ სტუმრებმა სასაზღვრო ავიაციის დეპარტამენტის ტერიტორიაზე არსებულ აეროდრომზე გამოფენილი ახალი H145 ტიპის შვეულმფრენები დაათვალიერეს და მის ტექნიკურ შესაძლებლობებს გაეცნენ.

მსგავსი