სასამართლოს ვერდიქტი - უვადო პატიმრობა ფემიციდის საქმეზე 

ბოლო დროის ერთ-ერთ გახმაურებულ და შემზარავ დანაშაულზე განაჩენი გამოტანილია.

34 წლის მამაკაცი ცოლის განზრახ გენდერის ნიშნით მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს. საქმის მასალების მიხედვით, ქმარმა მეუღლეს ბავშვების თვალწინ ბენზინი გადაასხა და დაწვა. ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ის დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს. მოსამართლის ვერდიქტს არ ეთანხმება დაცვის მხარე, რომელსაც სისხლის სამართლის საქმის კვალიფიკაციის ნაწილში შენიშვნები აქვს. მუხლის კვალიფიკაციას და ბრალდებას მეზობლების ჩვენებებით ამყარებს ბრალდების მხარე.