სასამართლოს გადაწყვეტილება სხვიტარიძის საქმეზე

საბა სხვიტარიძეს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრს თავდაპირველად ბრალი წაყენებული ჰქონდა 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 7-დან 11-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 24 ივლისის სხდომაზე მას ბრალდება 120-ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. ეს დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაო ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ასევე – ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.