კიდევ ერთი გამამტყუნებელი განაჩენი ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს დაკავებულთა საქმეზე. 19 წლის საბა ჯიქიას ოთხი წლით და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
მოსამართლის გადაწყვეტილებას პროტესტი და ხმაური მოჰყვა. დაცვის მხარე ზედა ინსტანციაში გასაჩივრებისთვის ემზადება. გამოძიების ვერსიით, 5 დეკემბერს დაკავებულმა ჯიქიამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ფეხი ჩაარტყა. პროკურატურის მტკიცებულებები და პოზიცია სრულად გაიზიარა მოსამართლემ, რომელიც თავის მხრივ გადაწყვეტილებას მოწმეების ჩვენებებით ამყარებს. დაცვის მხარე სამართლებრივი საფუძვლების არარსებობაზე მიუთითებს და განაჩენს წინასწარ დაწერილად აცხადებს.