სასამართლოს გადაწყვეტილება - პოლიტიკური შეფასებები

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც პარლამენტმა 91 ხმით პროკურატურის მოთხოვნას მხარი დაუჭირა. თავად მელია თანაგუნდელებთან და „ევროპული საქართველოს“ წევრებთან ერთად, მის დაკავებას პროგნოზირებდა და პატიმრობისთვის ემზადებოდა, თუმცა პროგნოზი არ გამართლდა. საპარლამენტო ოპოზიცია მოსამართლის გადაწყვეტილების მიღმა საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის კვალს ხედავს, რასაც კატეგორიულად უარყოფს და დღეს გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებას, სასამართლოს დამოუკიდებლობით ხსნის მმართველი გუნდი.

მიმართვას, რომელშიც პროკურატურა პარლამენტს სასამათლოსთვის მიმართვაზე თანხმობას და მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას სთხოვდა, „ქართული ოცნების“ 91-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, თუმცა ოთხმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, რის გამოც თანაგუდნელებთან და მედიასთან განმარტებების გაკეთება დასჭირდათ.

ჯერ უცნობია, მოუწევთ თუ არა მათ გუშინდელი გადაწყვეტილების გამო გუნდის დატოვება.