ირაკლი ოქრუაშვილის, ზურა ჯაფარიძისა და ნიკა მელიას შემდეგ საპატიმროში აღმოჩნდა ნიკა გვარამიაც.
„ახალის“ ლიდერი, დანარჩენი პოლიტიკური ლიდერების მსგავსად, გირაოს გადაუხდელობის გამო დააკავეს. სასამართლო პროცესს, რომელზეც მოსამართლემ თანხის გადახდის ვადის ამოწურვის შემდეგ პოლიტიკოსს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალა, თავად გვარამია არ დასწრებია. ის რუსთავის ციხესთან დღეს თავად მივიდა. სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერის მიმართ სისხლის სამართლის საქმეები პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომებზე არ გამოცხადების გამო აღიძრა. ოპოზიციონერი აქტორები პარლამენტის და იქ შექმნილი კომისიის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ. ერთ წლამდე პატიმრობა ან ჯარიმა – განაჩენის გამოცხადებას პოლიტიკოსების ნაწილი ციხეში, ნაწილი კი გარეთ დაელოდება. „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებმა გირაო გადაიხადეს.