სასამართლოს გადაწყვეტილება გვარამიას საქმეზე

ნიკა გვარამია დაკისრებულ გირაოს, 40 ათას ლარს არ გადაიხდის და სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ამ ვითარების გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, რომ პროკურატურამ „რუსთავი ორის“ ყოფილი გენერალური დირექტორისთვის უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდება მოითხოვოს. ნიკა გვარამიას ადვოკატი არც ამ შემთხვევაში აპირებს გაჩერებას და საჭიროების გათვალისწინებით გეგმავს, ევროპულ სასამართლოსაც მიმართოს. ნიკა გვარამიას ტელევიზიის საწინააღმდეგო ინტერესით კომპანიისთვის ფინანსური ზარალის მიყენებას ედავებიან. ბრალდებული დაწყებულ სამართალწარმოებას პოლიტიკურ დევნად აფასებს.

დატოვე კომენტარი