სასამართლოს გადაწყვეტილება ექიმების საქმეზე

ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები ექიმების გახმაურებულ საქმეში.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო არ ეთანხმება პროკურატურის ვერსიას, რომლის მიხედვით 2018 წელს 23 წლის გოგონას ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად შესაბამისი საექიმო ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს. საავადმყოფოში ამტკიცებენ, რომ ოპერაცია იტალიის ქალაქ ბერგამოს საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორების მეთვალყურეობა-ზედამხედველობით დაიგეგმა და ის შესაბამისი ლიცენზიის და 15-წლიანი სტაჟის მქონე ექიმ ვახტანგ ყიფიანს უნდა ჩაეტარებინა, თუმცა ანესთეზიის პროცესში გართულებები გამოვლინდა. თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს ანესთეზიოლოგიც, რომელსაც ქვეყანაში არყოფნის გამო ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის ოჯახი მედიკოსების დასჯას ითხოვს. თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს სასამართლომ ცოტა ხნის წინ გირაო, დაკავებულ ექიმს კი პატიმრობა შეუფარდა.

დატოვე კომენტარი