სასამართლოს გადაწყვეტილება ბურჭულაძის საქმეზე - შეფასებები

პოლიტიკური შეფასებების თემაა თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაკავებაც, რომელსაც გუშინ საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროცესს ესწრებოდა თავად ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელმაც სიტყვის უფლებით ისარგებლა და თქვა, რომ წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯუანშერ ბურჭულაძე 11 სექტემბერს დააკავა. პროკურატურამ ყოფილ მინისტრს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარუდგინა. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.