სასამართლოს გადაწყვეტილება ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საქმე

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმესთან დაკავშირებით მუსლიმი თემის სარჩელზე საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მშენებლობის ნებართვაზე უარის თქმა მუსლიმი თემის მიმართ მერიის მხრიდან დისკრიმინაციულ მოპყრობად აღიარა, თუმცა სარჩელი ნაწილობროვ დააკმაყოფილა და ერთწლიანი დავის შემდეგ მერიას არა ნებართვის გაცემა, არამედ საქმის ხელახალი განხილვა დაავალა.