სასამართლოს გადაწყვეტილება

ქუთაისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის ფაქტზე დაკავებული პირი თავისუფალია. გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული დავით გორგოძე კონფლიქტის პროვოცირებაში ჯონი გიგანს ადანაშაულებს.

ადვოკატის მტკიცებით, ჩხუბის დროს დაზიანებები მისი დაცვის ქვეშ მყოფმაც მიიღო.

პირველი დეკემბრის ინციდენტს განსხვავებულად აღწერს თაკო ჩარკვიანი, რომელიც კონფლიქტის მონაწილეებად გორგოძის თანმხლებ დანარჩენ სამ პირს, მათ შორის თბილისის საკრებულოს პროტოკოლის სამსახურის უფროსსაც ასახელებს. საუბარია დავით მაჭავარიანზე, რომელიც სათვალთვალო კამერიდან ამოღებული ჩანაწერის მიხედვით, დაპირისპირების მხარეების გაშველებას ცდილობს.