სასამართლოს გადაწყვეტილება
თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ღუდუშაურმა საპატიმრო გუშინ დატოვა. კორუფციის ბრალდებით დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. ვლადიმერ ღუდუშაური საგამოძიებო უწყებამ ივლისში, თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილე, გიორგი ხაინდრავასათან ერთად დააკავა.