სასამართლოს გადაწყვეტილება

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული აქტივისტი, მარიამ მეყანწიშვილი კი საპატიმროდან გათავისუფლდა. მან წინასწარი დაკავების იზოლატორი 10 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა. მას გირაო მოსამართლე ლელა კალიჩენლომ, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე შეუფარდა. მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს. ამავე პროცესზე აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეეფარდათ – გიორგი ტალახაძეს, იური ლომიძეს, დავით გიუნაშვილს და თემურ ქურციკიძეს.