სასამართლოს გადაწყვეტილება

საქალაქო სასამართლომ, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს და კიდევ ცხრა პირს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. დაკავებულ 11 პირს ბრალდება წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და სასჯელის ზომად, 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მოსამართლემ ბრალდება, სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით გადააკვალიფიცირა, რაც ჯგუფურ მოქმედებაში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს, რამაც საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია.

ბელა ზაქაიძის ჩართვა საქმის დეტალებით #მოამბე