„ქართული ოცნების” დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე, თათია აფრიამაშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებამ, სასამართლოს სხდომათა დარბაზში ხმაური გამოიწვია, რის შემდეგაც სასამართლო მანდატურის სამსახურმა, რამდენიმე პირს სასამართლოს შენობა დაატოვებინა. დღესვე, ამავე საქმეზე 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ლიკა ლორთქიფანიძესაც შეუფარდეს.
შემთხვევა 17 მაისს მოხდა, როდესაც კაფეში მყოფ დეპუტატთან აქტივისტები მივიდნენ და მიმართეს შეძახილებით: – „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”, “ძირს რუსული რეჟიმი”. მარიამ ლაშხმა, რომელიც მომხდარის დროს შვილებთან ერთად იმყოფებოდა, აქტივისტების წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა. თავად მარიამ ლაშხი შემთხვევის შემდეგ აცხადებდა, რომ მათი ქმედება იყო უხეში დარღვევა ბავშვთა უფლებების კოდექსის მრავალი მუხლის. მისი შეფასებით, ეს იყო არამხოლოდ საჯარო მოხელეზე, არამედ ღირებულებებზე თავდასხმა.