თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს 9000-მდე ბიტკოინის დაბრუნება დაევალა. სასამართლომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სამოქალაქო სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადებით, დაკმაყოფილდა ასევე მათი მოთხოვნა დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებით და კანონით განსაზღვრულ ვადებში აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართავენ. სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და გასაჩივრებას გეგმავს დაცვის მხარე.