სასამართლოს გადაწყვეტილება

21:44, 06.12.2024

ნიკა გვარამიას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერს წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. ის ორი დღის წინ „დროას“ ოფისში მიმდინარე ჩხრეკის დროს, შენობის გარეთ აიყვანეს. მოსამართლის გადაწყვეტილება ოპოზიციონერმა ლიდერმა დარბაზშივე გააპროტესტა. დღესვე საქალაქო სასამართლომ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული რვა ადამიანის საქმეებზე იმსჯელა. ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა – რვავე მათგანს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ედებათ ბრალი.

მსგავსი