თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილი მეუღლის დაჭრაზე ბრალდებული ლევან ასლანიშვილის საქმის წარმოება შეწყდა. გადაწყვეტილების მიზეზი სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაა, რომლის მიხედვითაც, დანაშაულის ჩადენისას ბრალდებული იყო შეურაცხადი.
მოსამართლე დავით შარაძის გადაწყვეტილებით, ბრალდებული ფსიქიატრიულ კლინიკაში მოთავსდება. გადაწყვეტილების საფუძველზე, ლევან ასლანიშვილი ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში ოთხწლიანი მკურნალობის კურსს გაივლის. დაზარალებული მხარე არ ეთანხმება აღნიშნულ გადაწყვეტილებას და მის გასაჩივრებას გეგმავს.
შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, 23 მაისს, ლევან ასლანიშვილმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ყოფილ მეუღლეს – დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ის დაიღუპა.