ომალოდან დაშავებული მწყემსი ჩამოიყვანეს

მაშველებმა ომალოში დაშავებული მწყემსი თბილისში გადმოიყვანეს. 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალისგორში მწყემსმა ფერდობზე დაგორების შედეგად მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანებები და ესაჭიროებოდა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.

მოქალაქე ადგილობრივმა მწყემსებმა სოფლის ექიმთან გადაიყვანეს, რომელმაც დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა. მიღებული დაზიანებების გამო, მამაკაცის ავტომანქანით ტრანსპორტირება შეუძლებელი იყო, ამიტომ ის დედაქალაქში ვერტმფრენით ჩამოიყვანეს.

დატოვე კომენტარი