„ტელეკომპანია პირველის“ გადამღებ ჯგუფზე მომხდარი თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ ერთ პირს თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ, აღკვეთი ღონისძიების სახით, 10 000 ლარის გირაო შეუფარდა. ბრალდებული საპატიმროს გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მიმდინარე წლის 30 ივნისს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს დაუპირისპირდა, მათ შეურაცხყოფა მიაყენა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალა.
გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.