სასამართლოს გადაწყვეტილება

„მოძრაობა საქართველოსთვის“ ორი წევრი სასამართლომ ადმინისტრაციული წესით დააჯარიმა. ორგანიზაციის წევრები გუშინ „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართული აქციის დროს დააკავეს. კახა კვეკვესკირს შინაგან საქმეთა სამინისტრო წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებდა. მას 1100 ლარის გადახდა მოუწევს. ადმინისტრაციული წესით ათასი ლარით დააჯარიმეს მოძრაობის კიდევ ერთი წევრი, დავით დიღმელაშვილი. მას პოლიცია კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა. „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრები ამბობენ, რომ კანონი არ დაურღვევიათ და მათი მხრიდან არც უცენზურო შეძახილებს ჰქონია ადგილი. მათივე განცხადებით, „ოცნების“ ოფისთან გამართული აქციის მიზანი,  მმართველი გუნდის წევრებისთვის სირცხვილის დერეფნის მოწყობა იყო.

მოამბე

დატოვე კომენტარი