სასამართლოს გადაწყვეტილება

18:22, 01.07.2020

სასამართლომ ბაჩანა შენგელიას სარჩელი დააკმაყოფილა  და იუსტიციის სამინისტროს შენგელიასთვის სანოტარო ელექტრონულ რეესტრთან და სანოტარო საქმიანობისთვის საჭირო ყველა პროგრამასთან წვდომის აღდგენა დაავალა.

შენგელიას თქმით, მან უკვე გაუგზავნა სამინისტროს აღნიშნული სარჩელი და პროგრამებზე წვდომა მოითხოვა. ბაჩანა შენგელია აღნიშნულ ფაქტს მის მიმართ განხორციელებულ პოლიტიკურ დევნად აფასებს.

როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, შენგელიას საქმეზე სასამართლოს განჩინება ჯერ არ მიუღიათ. უწყება გადაწყვეტილებას დოკუმენტის ჩაბარების შემდეგ მიიღებს. საკითხს ეხმაურებიან მმართველ გუნდში, სოფო კილაძის განცხადებით, თეა წულუკიანის მისამართით მიზანმიმართული ცილისწამება მიმდინარეობს. მოსამართლის  მიერ მიღწეული გადაწყეტილება კი არის დასტური, რომ სასამართლო თავისუფალია.

მსგავსი