სასამართლოს გადაწყვეტილება 

პოლიციელი მოქალაქის ცემასა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებაშია ბრალდებული.

გარდაცვლილია 24 წლის მამაკაცი. სამართალდამცავს დღეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. შემთხვევა ვარკეთილის მესამე მასივში, სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, გარდაცვლილი ბრალდებულის კუთვნილი მანქანის დასაკუთრებას ცდილობდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მურად წურწუმია მიყენებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდა გარდაცვლილის ძმაც, რომელიც ასევე ნაცემია. დაკავებული პოლიციელი ბრალს აღიარებს.