სასამართლოს გადაწყვეტილება

შალვა ნათელაშვილის სარჩელი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

მოსამართლის განმარტებით, ის, რაზეც „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ივანიშვილს უჩიოდა, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება.

ნათელაშვილის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებით გამოჩნდა, რომ ქვეყანაში სასამართლო მართულია.

საქმე ეხება ივანიშვილის მიერ 2016 წელს გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც ის ნათელაშვილს ჯაშუშს უწოდებს.