სასამართლოს გადაწყვეტილება 11 პირის საქმეზე

რეზონანსული სასამართლო განხილვები დასრულებულია. 11 დემონსტრანტის საქმის, 11-ივე ბრალდებულს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტ ონისე ცხადაძეს და კიდევ ცხრა პირს, რომელთაც გამოძიება ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა, მოსამართლე ბრალი ჯგუფურ მოქმედებაში აქტიური მონაწილეობის მუხლით გადაუკვალიფიცირა. თუმცა გადაწყვეტილების მიზეზები გალუსტაშვილის არ განუმარტავს. პროცესზე საბოლოო სიტყვით ისარგებლეს ბრალდებულებმა, ყველა მათგანმა მთავარი აქცენტი უდანაშაულობაზე, საქმეში მათი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების არ არსებობასა და იმ გარემოებაზე გაამახვილა, რომ ერთმანეთს დაკავებამდე არ იცნობდნენ. საბოლოო გადაწყვეტილებამ დარბაზში მყოფების უკმაყოფილება და მძიმე რეაქციები გამოიწვია. განაჩენით უკმაყოფილოა როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარეც, ორივე მათგანი გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.