სასამართლოს დამოუკიდებელი ინსპექტორის ანგარიში

იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ტყავაძე გახდა. ის ამავე საბჭოს ხუთწევრიანი შემადგენლობიდან, სამი წლის ვადით აირჩიეს. მისი ძირითადი ფუნქციები სკოლის წესდების შემუშავება, შინაგანი წესისა და სხვადასხვა პროგრამების დამტკიცება იქნება.

მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე სასამართლოს დამოუკიდებელი ინსპექტორის ანგარიშიც მოისმინეს.

დოკუმენტში ყურადღება სამ ძირითადად საკითხზე იყო გამახვილებული: საქმეების გაჭიანურების შემთხვევები, მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება და ეთიკის წესების დარღვევა.

საქმეთა გაჭიანურების მთავარ მიზეზად ქეთევან ცინცაძემ საქმეების დიდი რაოდენობა და მოსამართლეების სიმცირე დაასახელა.