აქტივისტი გაფარ ილმაზი, იგივე თემურ ქათამაძე თბილისი საქალაქო სასამართლომ, „ვივამედის“ დირექტორ ნინო ნადირაძისთვის სიტყვიერ შეურაცხყოფის მიყენების გამო სამართალდამრღვევად სცნო და 2800 ლარით დააჯარიმა.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა ქათამაძე მიგრაციის დეპარტამენტიდან კლინიკა „ვივამედში“ მიიყვანეს, სადაც მას შიმშილობის შემდეგ პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა უნდა ჩატარებოდა. გამოძიების ცნობით, თავდაპირველად მას კონფლიქტი კლინიკის მედდასთან მოუვიდა, რის შემდეგაც მის დასამშვიდებლად შესულ კლინიკის დირექტორს, ნინო ნადირაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ქათამაძე ბრალს არ აღიარებს.
გამოძიების ცნობით, შემთხვევა 6 მარტს მოხდა, თემურ ქათამაძეს წვრილმანი ხულიგნობის მუხლით ედავებიან.