სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა

ნიკა მელია ისევ რუსთავის ციხეშია.

არ გამართლდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გათავისუფლების მოლოდინი, რომელიც დღევანდელი სასამართლო პროცესის წინ პოლიტიკურ წრეებში არსებობდა. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა პოლიტიკოსის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის დროს მისი პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. პატიმრობის გაგრძელებას ითხოვდა პროკურორიც და არგუმენტად მელიას მხრიდან გირაოს არ გადახდას ასახელებდა. აქციის ფონზე მიმდინარე სხდომას მწვავე პოლიტიკური რეაქციები მოჰყვა. აღკვეთის ღონისძიების უცვლელად დატოვებას 20 ივნისს ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული მელია და მისი თანამოაზრეები პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აცხადებენ და ხაზს უსვამენ, რომ პროკურატურის შუამდგომლობამ საბოლოოდ გამორიცხა მმართველი გუნდის ლიდერთა განცხადებები გირაოს გადახდის და მელიას ავტომატურად გათავისუფლების შესახებ. მწვავე რეპლიკების გამო „ნაციონალური თავმჯდომარის“ ლიდერს სასამართლო პროცესებზე დასწრება ისევ აეკრძალა.