სასამართლომ მზია ამაღლობელის სარჩელის განხილვა შეწყვიტა
მზია ამაღლობელი ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ. ამ სარჩელის წარმოება შეწყვიტა საქალაქო სასამართლომ. მოსამართლემ მიიჩნია, რომ პრემიერის განცხადება პოლიტიკური დებატების ფორმატში იყო გაკეთებული და ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. მზია ამაღლობელის ადვოკატის ცნობით სარჩელი უკავშირდება პრემიერის სიტყვებს რომ ამაღლობელი მოქმედებდა „დაკვეთით რათა უცხოელ აგენტებს დაეკნინებინათ ქართული პოლიცია“. მოსარჩელემ ამ ინფორმაციის საჯარო უარყოფა მოითხოვა. ამაღლობელი დღეს სხდომას არ დასწრებია, პროცესზე არ ყოფილა არც მოპასუხე მხარე.