დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ დავუთმოთ უზენაეს სასამართლოს, მის დღევანდელობას და ამჟამინდელ პრაქტიკულ მნიშვნელობას.
აშშ-ის უზანაესი სასამართლოს გავლენის და მნიშვნელობის გადაჭარბებით შეფასება შეუძლებელია. ისტორიის განმავლობაში ასეულობით სქმეა გარჩეული და ხშირად ეს იყო უკანასკნელი სიტყვა, რომელმაც გადაწყვიტა ძალიან ბევრი ადამიანის ბედი. ხშირად დამდგარა არბიტრად აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის. გაუუქმებია ან პირიქით, ძალაში დაუტოვებია პრეზიდენტის განკარგულება. ანუ, როდესაც პრეზიდენტი ან სენატი და კონგრესიც კი ამოწურავენ თავის შესაძლებლობებს, ამ დროს ირთვება უზენაესი სასამართლოს მექანიზმი, მის ხელშია გადაწყვეტილება და ვერდიქტი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ამ დროს სწორედ ეს ცხრა ადამიანი ხდება ყველაზე უფრო ძლევამოსილი და უფლებამოსილი და ერთმანეთში დისკუსიით, კამათით და იურიდიული არგუმენტებით მიჰყავთ საქმე კენჭისყრამდე. აქ უნდა მოხდეს ამ ცხრა ხმის გადანაწილება და ყველაფერი წყდება უმრავლესობით, ხშირად 5-4 ზე. უმცირესობაში მყოფებს, ყველა წევრს შეუძლია, დაწეროს თავისი განსხვავებული აზრი და ეს ინახება არქივში. უმრავლესობის გადაწყვეტილება სავალდებულოა შესასრულებლად და დასაბუთებას წერს სასამართლოს მთავარი მოსამართლე, მთელი სასამართლოს სახელით.
სწორედ ახლა, მოსამართლე გინსბურგის გარდაცვალების გამო განთავისუფლებულ ადგილზე შემდეგი მოსამრთლის დასანიშნად მიმდინარეობს სენატში განხილვა. პრეიდენტმა წარადგინა კანდიდატურა და სენატმა უნდა დაამტკიცოს. რა დევს სასწორზე? უახლოეს მომავალში უნდა გადაწყდეს პრეზიდენტ ობამას მიერ შემოღებული სადაზღვევო სისტემის საქმე (ე.წ. ობამაქეარი), რაც დემოკრატების პოლიტიკის ერთ-ერთი ქვაკუთხედია. ცხვირს მომდგარი არჩევნების საქმეები შეიძლევა განსახილველი გახდეს უზენაეს სასამართლოში. ასევე დემოკრატები, წუხან რომ გინსბურგის კონსერვატორი მოსამართლით ჩანაცვლებით, უკან წავა ის, რაც წლების განმავლობაში რუდუნებით იქნა მიეღწეული. თუ ბარეტი დამტკიცდა, ბალანსი რესპუბლიკელების მხარეს იქნება.
მგონი, ღირს თითო აბზაცით იმ ადამიანების გაცნობა, ვისაც ხშირად მსოფლიოში ყველაზე გავლენიან პრეზიდენტზე მეტი ძალაუფლება აქვთ და ხშირად მის ბედსაც კი წყვეტენ. თანაც გაგახსენებთ, რომ თითოეული მოსამართლის დამტკიცება ხდება მისი სიცოცხლის ბოლომდე და ყოველგვარი პოლიტიკური ზეწოლა მათზე გამორიცხულია. იგი დამოუკიდებელია.
მაშ ასე,გავიცნოთ ამერიკის უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა:
- ჯონ რობერტსი – სასამართლოს თავმჯდომარე, დაბადებული 1955 წლის 27 იანვარს. სასამართლოში წარადგინა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა 2005 წლის 29 სექტემბერს. რესპუბლიკელი პრეზიდენტის დანიშნული, კონსერვატორი, მაგრამ ხშირად დაუჭერია მეორე მხარის პოზიცია და გადაწყვეტილებაც შესაბამისი გამოსულა.
- კლარენს ტომასი – სასამართლოს წევრი, დაბადებული 1948 წლის 23 ივნისს. სასამართლოში წარადგინა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა (მამამ) 1991 წლის 28 ოქტომმბერს. რესპუბლიკელი პრეზიდენტის დანიშნული, კონსერვატორი. ერთადერთ შავკანიანი წევრი. მას აბრალებდნენ სექსუალურ ძალადობას და დიდი ბრძოლა გადაიტანა დამტკიცების დროს.
- სტეფენ ბრეიერი – სასამართლოს წევრი, დაბადებული 1938 წლის 15 აგვისტოს. სასამართლოში წარადგინა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა 1994 წლის 3 აგვისტოს. დემოკრატი პრეზიდენტის დანიშნული, ლიბერალი. მისი ფილოსოფია არის აქტიური თავისუფლება (Active Liberty).
- სამუელ ალიტო – სასამართლოს წევრი, დაბადებული 1950 წლის 1 აპრილს. სასამართლოში წარადგინა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა 2006 წლის 31 იანვარს. რესპუბლიკელი პრეზიდენტის დანიშნული, კონსერვატორი. ცნობილია როგორც ფედერალიზმის პრინციპის დამცველი.
- სონია სოტომაიორი – სასამართლოს წევრი, დაბადებული 1954 წლის 25 ივნისს. სასამართლოში წარადგინა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2009 წლის 8 აგვისტოს. დემოკრატი პრეზიდენტის დანიშნული, ლიბერალი. ქალთა უფლებების დამცველი და გარდაცვლილი მოსამართლე გინსბურგის მიმდევარი.
- ელანა კაგანი – სასამართლოს წევრი, დაბადებული 1960 წლის 28 აპრილს. სასამართლოში წარადგინა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2010 წლის 7 აგვისტოს. დემოკრატი პრეზიდენტის დანიშნული, ლიბერალი. რასობრივი უთანასწორობის აქტიური მოწინააღმდეგე და თანასწორი უფლებების დამცველი.
- ნეილ გორსუჩი – სასამართლოს წევრი, დაბადებული 1967 წლის 29 აგვისტოს. სასამართლოში წარადგინა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2017 წლის 10 აპრილს. რესპუბლიკელი პრეზიდენტის დანიშნული, კონსერვატორი. რელიგიური თავისუფლების დამცველი და სიკვდილით დასჯის გაუქმების მოწინააღმდეგე.
- ბრეტ კავანო – სასამართლოს წევრი, დაბადებული 1965 წლის 12 თებერვალს. სასამართლოში წარადგინა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2018 წლის 6 ოქტომბერს. რესპუბლიკელი პრეზიდენტის დანიშნული, კონსერვატორი. მისი დამტკიცება პროცესი ხმაურიანი იყო, რადგან ადანაშაულებდნენ სექსუალურ ძალადობაში.
როგორც გითხარით მოსამართლე გინსბურგი გარდაიცვალა და მისი ადგილას წარდგენილი კანდიდატის განხილვა სენატში სწორედ ახლა მიმდინარეობს. ერთი რამ შეიძლება ითქვას, უზენაესი სასამართლოს ყველა წევრი სრულიად გამორჩეული იურისტია, შემთხვევითი პიროვნება ასეთ სიმაღლეზე ვერაფრით ვერ ხვდება. ცხრა ადამიანი, სიცოცხლის ბოლომდე არჩეული, რომლებმაც უნდა გადაწყვიტონ ურთულესი და ქვეყნისთვის საბედისწერო საკითხები.