ელ-კამპოში

აშშ-ში 11 სექტემბერი გაიხსენეს, ტრაგიკული დღე ამერიკისთვის. მაგრამ ამავე დროს გაერთიანების, თანაგრძნობის და პატრიოტიზმის დღე.

ვიდეოში, იხილავთ, თუ რა ხდებოდა 11 სექტემბერს პატარა ტეხასურ ქალაქ ელ-კამპოში. შეიკრიბნენ ტერორისტული თავდასხმის მე-19 წლისთავისა და მომავალი არჩევნების გამო. ფერმერული ტეხასი, პატარა ქალაქები ძირითადად რესპუბლიკელების და ამჟამად პრეზიდენტ ტრამპის ამომრჩევლები არიან. ვიდეოში კარგად ჩანს, განწყობა, შემართება, ხასიათი. მხიარული, თავდაჯერებული და კეთილგანწყობილი ხალხია. და ტეხასური ეგზოტიკა…

მე ერთ-ერთი შეკრების დასაწყისი გადავიღე. მოგვიანებით ისინი ერთ დიდი ქარავნად ჩამოყალიბდებიან, და დროშების ფრიალით  დაივლიან ქუჩებს. იქ კი, გარეთ გამოფენილი მოსახლეობა ასევე დროშების ფრიალით ეგებება.

ჩემს შეკითხვაზე, თუ რატომ უჭერენ მხარს პრეზიდენტ ტრამპს, ქალი გულწრფელად და ხალისით პასუხობს:

იმიტომ რომ ჩვენ გვიყვარს ჩვენი თავისუფლება!

2020 წლის 11 სექტემბერი. ელ-კამპო, ტეხასი.