სასამართლო ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულის საქმეზე მსჯელობს

სასამართლო ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს.

პროკურატურა პატიმრობას ითხოვს. ბრალდების პოზიციით, ბერძენიშვილი ახმედ ჩატაევს საქართველოში მოსახვედრად საზღვრის უკანონო კვეთაში დაეხმარა.

დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. დაცვის მხარე და ბრალდებულის ოჯახი ტერორისტებთან ბერძენიშვილის კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

ხათუნა გაგნიძეს ვრთავთ თბილისის საქალაქო სასამართლოდან.

დატოვე კომენტარი