სასამართლო სხდომა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ველისციხესთან ინციდენტში მონაწილე ორ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულების ადვოკატმა სასამართლოს, აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. დაცვის მხარე გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

გოჩა მაისურაძეს და მამუკა უსენაშვილს 20 დეკემბერს ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულების ახლობლები აცხადებენ, რომ 16 დეკემბერს სოფელ ველისციხეში მომხდარი ინციდენტი ოპოზიციის მხარდამჭერების პროვოცირებულია.