სასამართლო სხდომა ბათუმის მოვლენებზე

ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძის განაჩენს მოსამართლე 10 იანვარს გამოაცხადებს. განაჩენი დღეს უნდა გასაჯაროებულიყო, თუმცა მოსამართლემ მხარეების დასკვნითი სიტყვების შემდეგ განაცხადა, რომ საქმესთან დაკავშირებით გარკვეული მოსაზრებები აქვს, ამიტომ გადაწყვეტილებას 2 დღის შემდეგ გამოაცხადებს. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა მერაბ ღოღობერიძე. ირაკლი ჩხვირკიამ კი დასკვნით სიტყვაში განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს. ჩხვირკიასა და ღოღობერიძის საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მეცხრე თვეა მიმდინარეობს.