სასამართლო სხდომა

სააპელაციო სასამართლოში ცესკო-ს 45-ე დადგენილების გასაჩივრების პროცესი მიმდინარეობს.

ოპოზიციის ნაწილი სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის პროცედურას აპროტესტებს. სარჩელის ავტორის, „გამარჯვებული საქართველო“ წევრის, გურამ ჩალაგაშვილის განცხადებით, დადგენილება ანტიკონსტიტუციურია და ხმის მიცემას ათასობით ადამიანი ვერ შეძლებს. ოპოზიციას პრეტენზიები აქვს, ამომრჩევლების დარეგისტრირების ვადებთან, ასევე გადასატანი ყუთის პროცედურასთან დაკავშირებით. პარასკევს საქალაქო სასამართლომ 45-ე დადგენილება ძალაში დატოვა და სარჩელის მხოლოდ ერთი პუნქტი გაითვალისწინა. საქალაქო სასამართლომ სპეც-კომისიაში 18-21 წლამდე ახალგაზრდების მონაწილეობის შესაძლებლობა დაუშვა.