სასამართლო რეფორმის შეფასება

სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფინალურ კანონპროექტს იწონებენ აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია.

საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამუშაო ჯგუფი შედგებოდა სხვადასხვა აქტორისაგან, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სასამართლო სექტორის წარმომადგენლებისგან, შესაბამისად დოკუმენტი ფართო კონსენსუსით მომზადდა. წერილში ასევე ვკითხულობთ: მიგვაჩნია, რომ კანონპროექტში ასახულია ძირითადი რეკომენდაციები, რომელიც ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას და ემსახურება საქართველოში სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და დამოუკიდებლობის გაზრდას. ველით პარლამენტის მიერ ამ კანონის მიღებას და სასამართლო ინსტიტუტების მიერ მის განხორციელებას. მზად ვართ, დახმარება გავწიოთ ამ კანონპროექტის დანერგვისა და შემდგომი რეფორმების პროცესში.