სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფს ოპოზიცია ტოვებს

სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფს ოპოზიცია ტოვებს. „ნაციონალური მოძრაობა“ მსჯელობას გამოეთიშა. დისკუსიაში აღარ ჩაერთვებიან არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე.

განხილვების ფორმატის შეცვლას ითხოვს „ევროპული საქართველო“. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები სამუშაო ჯგუფთან თანამშრომლობაზე უარს იტყვიან.

დღევანელ შეხვედრაზე ოპოზიცია საკუთარი წინადადებებით მივიდა, თუმცა როგორც ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, მათი ინიციატივები ჯგუფის ნაწილმა არ გაიზიარა.

დატოვე კომენტარი