სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი

ევროკავშირის რეკომენდაციები – პარლამენტში კიდევ ერთ სასამართლო რეფორმაზე მუშაობა დაწყებულია. უკვე ერთი საათია, ჯგუფის წევრები შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით კონკრეტულ ნაბიჯებსა და დღის წესრიგს განიხილავენ.

დისკუსიის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპოზიციას, ჩართონ სამუშაო პროცესში. მისივე თქმით, გუნდს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების გრაფიკი უკვე გაწერილი აქვს. მსჯელობის პროცესში „გირჩი“, „მოქალაქეები“, პარტია „საქართველოსთვის“, „ევროპელი სოციალისტები“ და ხათუნა სამნიძე მონაწილეობენ.