სასამართლო რეფორმა - ევროკომისიის მე-3 რეკომენდაცია

რა არის სასამართლო სისტემის მთავარი გამოწვევა; რა სახის რეფორმირებას საჭიროებს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი? – ამ საკითხებზე დღეს პარლამენტში ევროკომისიის რეკომენდაციებზე მომუშავე სპეციალურმა ჯგუფმა იმსჯელა. თუმცა, ჯგუფში მონაწილე ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მმართველი გუნდის პოზიცია ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.

მმართველი გუნდი მთავარ პრობლემად სასამართლოს გადატვირთულობას მიიჩნევს, ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ევროპამ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოს უარი არა გადატვირთულობის, არამედ დამოუკიდებლობის პრობლემის გამო უთხრა.

როგორ მიმდინარეობს მუშაობა ევროკომისიის ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციაზე, თეონა მანაგაძე მოგვიყვება.