სასამართლო რეფორმა

მართლმსაჯულების რეფორმაზე მუშაობა დაიწყო. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მონაწილეობით მიღწეული შეთანხმების მიხედვით, კანონპროექტი პირველ ივლისამდე უნდა შემუშავდეს და ვენეციის კომისიაში გადაიგზავნოს. შეთანხმებითვეა გათვალისწინებული მიმართულებები, რასაც ცვლილებები უნდა შეეხოს.

დოკუმენტის მიხედვით, რეფორმა უნდა გატარდეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, შეჩერდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნა. სასამართლო რეფორმა მოიცავს გენერალური პროკურორის არჩევის პროცედურების შეცვლასაც.