სასამართლო რეფორმა

პოლიტიკურ დღის წესრიგში აქტიურდება შარლ მიშელის შეთანხმების მესამე პუნქტზეც, რაც მართლმსაჯულების რეფორმას გულისხმობს.

დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ რეფორმის პროექტის მიღებამდე უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის პროცესი დროებით შეჩერდეს. ეს საკითხი 19 აპრილის შეთანხმებაშიცაა გათვალისწინებული, ისევე როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეული რეფორმა. რეფორმის პროექტის მოსამზადებლად მხარეებს ვადა პირველ ივლისამდე აქვთ. სწორედ ამ ვადაში უნდა მოხდეს მისი ვენეციის კომისიაში გაგზავნა. როგორც ჩანს, საარჩევნო რეფორმის მსგავსად, მხარეებს შორის ამ საკითხზეც არაერთი სადავო საკითხი იქნება.