საკანონმდებლო ორგანოში დღეს „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებსაც განიხილავენ და პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით იმსჯელებენ. დოკუმენტი ვენეციის კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდა, სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის მიერ. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი პროექტს მხარს არ უჭერს.