სასამართლო რეფორმა

სადავო ხდება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებები.

„ქართული ოცნება“ რეკომენდაციების მხოლოდ იმ ნაწილის გათვალისწინებას გეგმავს, რასაც საკონსტიტუციო ცვლილებები არ სჭირდება. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ოპოზიცია მმართველ გუნდს ფასადური ცვლილებების მიღების მცდელობაში ადანაშაულებს. ხელისუფლების ოპონენტები ვენეციის კომისიის რეკომენდაციების პირველ და მთავარ პუნქტზე აკეთებენ აქცენტს და ამბობენ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეული რეფორმა მნიშვნელოვანია. ბრალდებებს უარყოფენ მმართველ გუნდში, სადაც აცხადებენ, რომ მათ მიერ მომზადებული სასამართლო რეფორმა რეკომენდაციებს სრულად პასუხობს.