სასამართლო რეფორმა

შეთანხმების მიღწევის მეორე მცდელობამდე „ქართული ოცნება“ მართლმსაჯულების რეფორმას იწყებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ არჩევის პროცესში ცვლილებები იგეგმება. პარლამენტში მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული ცვლილებების პროექტის მიხედვით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატების შესარჩევი კენჭისყრის პროცესი ღია იქნება, კონკრეტული კანდიდატის სასარგებლო ან საწინააღმდეგო გადაწყვეტილების დასაბუთება მოუწევთ საბჭოს წევრებსაც. ოთხი დაანონსებული ცვლილება არასაკმარისი და ფასადურია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არა მოსამართლე წევრისთვის და ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციისთვის. დაჩქარებული წესით განსახილველ პროექტს იწუნებს საპარლამენტო ოპოზიციაც.

დატოვე კომენტარი