სასამართლო რეფორმა

მმართველი გუნდი და ოპოზიცია სასამართლო რეფორმისთვის მუშაობის ახალ ეტაპს იწყებენ – ამის შესახებ გუშინდელი შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. შეხვედრა პარლამენტში „ქართული ოცნების“ ინიციატივით შედგა. როგორც მხარეები აცხადებენ, ახლა პოლიტიკური პარტიები უკვე გატარებულ რეფორმებზე წერილობითი ფორმით წარადგენენ საკუთარ ხედვებს და შეიმუშავებენ ახალ ინიციატივებს. უმრავლესობამ შეხვედრაზე ყველა პოლიტიკური პარტია მიიწვია, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ შეხვედრას არ დასწრებია.