სასამართლო რეფორმა

სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესი კელი დეგნანის მწვავე განცხადების მიზეზი კიდევ ერთხელ გახდა.

ამერიკელი დიპლომატი მმართველ პარტიას შარლ მიშელის შეთანხმებას ახსენებს და მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელებამდე პარლამენტს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერებას ურჩევს. ეს მაშინ, როდესაც საკანონმდებლო ორგანომ უზენაეს სასამართლოში დასანიშნი იმ ცხრა მოსამართლის კანდიდატურაზე უნდა იმსჯელოს, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უკვე შეარჩია და დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნა. ამერიკის ელჩის მოსაზრებას იზიარებს ოპოზიციაც. ხელისუფლების ოპონენტები პროცესის შეჩერებას და საკითხზე საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვენ. მოსამართლეთა დანიშვნის მიმდინარე პროცესს კონსტიტუციური ვალდებულებით ხსნიან მმართველ პარტიაში, სადაც აცხადებენ, რომ უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები კანონში განხორციელებული ახალი ცვლილებების შედეგად შეირჩნენ.

დატოვე კომენტარი