სასამართლო პროცესის დასკვნითი ეტაპი

სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი სასამართლოს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ხვალინდელ სხდომაზე მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ, რის შემდეგაც, მოსამართლე გიორგი არევაძემ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, არ არსებობს იმის საფუძველი, რომ მოსამართლემ მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია გაიზიაროს, მაგრამ თუკი ასე მოხდება, დაცვის მხარეს კონკრეტული სამოქმედო გეგმა უკვე შემუშავებული აქვს. დღეს შალვა ხაჭაპურიძე ცენტრ „ემპათიაში“ იმყოფებოდა, სადაც ასევე მივიდა ემპათიის ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი, რომელმაც ხვალინდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და მიხეილ სააკაშვილს ადეკვატურად მკურნალობის საშუალება მიეცემა.