სასამართლო პროცესი ზუგდიდში

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პარტია „დროას“ ადგილობრივი ლიდერი, მარიამ სიჭინავა სამართალდამრღვევად ცნო. სიჭინავას 2000-ლარიანი ჯარიმას გადახდა დაეკისრა. როგორც თავად აცხადებს, ის არ აპირებს არც ერთი დაკისრებული ჯარიმის გადახდას. მარიამ სიჭინავამ სასამართლოში ერთგვარი პერფორმანსი მოაწყო. მიმდინარე წელს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მარიამ სიჭინავა მეოთხედ დააჯარიმა სახის დამფარავი საშუალების ტარებისთვის 2000-ლარიანი ჯარიმით, ხოლო პიროტექნიკის სროლისთვის მას 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.