სასამართლო პროცესი ბუტა რობაქიძის საქმეზე

ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლო პროცესი. ბრალდებულების ახლობლები ერთმანეთს ცრუ ჩვენების მიცემაში ადანაშაულებდნენ.

პროცესის დასასრულს განცხადება სოსო რობაქიძემაც გააკეთა. იგი დაზარალებულის სტატუსის მქონე იმ გამომძიებლების დაკითხვას ითხოვს, რომლებიც მომხდარს 2004 წელს იძიებდნენ.