სასამართლო პროცესი ბათუმში

ბათუმში ორი მოქალაქის დაჭრის ფაქტზე დაკავებული 5-ვე პირი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

პროცესი ორ ნაწილად გაიმართა. ერთ-ერთის ადვოკატი 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლებას, დანარჩენი 4 დაკავებულის დამცველები კი, 5000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობას აყენებდნენ.

დაკავებულთა ინტერესების დამცველები ბრალდების პოზიციას და არგუმენტებს უსაფუძვლოს უწოდებენ. შესვენების დროს პროკურატურის წინააღმდეგ სიტყვიერი პროტესტი ერთ-ერთმა დაკავებულმა გამოხატა, რის გამოც, მას დროებით დარბაზი დაატოვებინეს.